ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ეს არის სერიოზული ნაბიჯი - გადადგმული ტერიტორიის ანექსიისკენ, რაც უკავშირდება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს", - განაცხადა გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებაზე საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, გალი ცხადდდება დახურულ ქალაქად იმის გამო, რომ მის გარშემო იქმნება სერიოზული სამხედრი ინფრასტრუქტურა.
„რეალობა, რომელშიც ვიყავით მანამდე, როცა ვიცოდით, რომ აფხაზეთი იყო ოკუპირებული, დღეს უკვე ჩვენს თვალწინ ხდება მისი ანექირება. ეს ვითარება მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო მოულოდნელი, არასწორია. საჭირო იყო თავის დროზე ღონისძიებების მიღება, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო.
ახლა უნდა მოხდეს კონცენტრირება იმაზე, რომ პროცესი უფრო ღრმად არ წავიდეს..." - განაცხადა დავით თევზაძემ.