logo_geo
eng_logo
„თუ ლარმა არ იპოვა წონასწორობის ახალი ნიშნული, მაშინ ეკონომიკის პერსპექტივა ძალიან არასახარბიელო იქნება“
- +

1 დეკემბერი. 2016. 15:07



„თუ ლარმა უახლოეს მომავალში არ იპოვა წონასწორობის ახალი ნიშნული, მაშინ ეკონომიკის პერსპექტივა იქნება ძალიან არასახარბიელო", - ამის შესახებ ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ექსპერტის თქმით, მთავრობის მიერ ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი განმარტებებია საჭირო, ვინაიდან, ჯერჯერობით უცნობია, რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია დაანონსებულ ცვლილებებს.


„ლარის დევალვაცია ხდება უკვე საათობრივად.  ვითარება უკვე მართლაც საგანგაშოა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი შეთავაზება საზოგადოებისთვის აზრს დაკარგავს.  ბუნებრივია, იმ ღონისძიებით, რასაც მთავრობა გვთავაზობს, ბანკები დაზარალდებიან. მოქალაქეები კი უკვე დაზარალებულები არიან, მითუმეტეს მაშინ, თუ დოლარიდან ლარში გადაყვანილ სესხზე მათ პროცენტის გადახდა მეტი მოუწევთ.

 

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააკეთონ უფრო ცხადი განცხადებები, ვინაიდან პასუხისმგებლობა მათზეა. მათ უნდა ახსნან, რა პლუსები და მინუსები აქვთ მათ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს", - განაცხადა ბერიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner