საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ საქართველოს 8 სინაგოგაა აღდგენილი.
„ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება",- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს გორში.
ცნობისთვის, ისრაელის ელჩი გორში სინაგოგის გაქურდვასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთან სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა.