„ეს რომ შეგნებული ავანტიურაა, ამ აზრს მამაჩემის საფლავიდან წამოდგომის სასწაულიც ვერ შემიცვლის!", - ამის შესახებ ლარის გაუფაურებასთან დაკავშირებით FACEBOOK-ის პირად გვერდზე ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე წერს.
„ხოლო, რისთვისაც ეს ავანტიურა მოეწყო ის არის, რომ ამ ორ-სამ დღეში საქართველოში კიდევ რამდენიმე კაცი გახდა მილიარდერი!
გაუვიდათ და გააკეთეს!
ხელისუფლებას რომელ მხართეძოზე ძინავს არ ვიცი, მარა ის ნამდვილად ვიცი, მოსალოდნელ შედეგზე ფიქრი (საფიქრალი აქვთ, რომელია...) მხართეძოზე წამოწოლილ მდგომარეობაშიც რომ შეიძლება!", - წერს ხაჩიძე.