ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი გადაცემა „არჩევანში" ლარის კურსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
„გიორგი გაბუნიას დღევანდელი დაგაცემის თემა ლარია და ამ თემაზე რომან გოცირიძე საუბრობს, რომელიც ხშირად ახსენებს სიტყვას - დემაგოგია. რა ტიპის უტიფრობა და დემაგოგია არ მინახავს ამ არხზე - სტუდიებიდან და ჩართვებიდან, მაგრამ ასეთი ბევრიც არა.
კარგით რა, ბატონო რომან, ნეტავ, კუპონი მაინც არ იყოს შემორჩენილი ჩემს მეხსიერებაში... ნუ დაგვცინით...", - წერს ლიპარტელიანი.