logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: სიტყვებს ვერ ვპოულობ! ეს რა დონის სიგიჟეა?!
- +

5 დეკემბერი. 2016. 13:29


 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს თბილისის მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, შემდეგ ისინი რჩევებს უკვე სხვებს მისცემენ. მხოლოდ პედაგოგის მომსახურება თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება. ამ გადაწყვეტილებას „მარაზმს" და „აბსურდულს" უწოდებს „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა.

 

„ასეთ რამეებზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არის მარაზმი და დანაშაული. თბილისის მერიაში ხალხი გაგიჟებულა, სულ გადარეულან და გადასულან ჭკუიდან, თუ იმაზე უნდა დახარჯონ ბიუჯეტის ფული, როგორ ჩაიცვას და დანა-ჩანგლის გამოყენება როგორ ისწავლოს მერიის რომელიღაც თანამშრომელმა.

 

ასეთი საგანმანათლებლო ცენტრები ალბათ არის საქართველოში და ყველა ადამიანი, ვინც თვლის, რომ ეს სჭირდება, უნდა წავიდეს და თავისი ხელფასიდან გადაიხადოს თანხა, ისწავლოს დანა-ჩანგლის ხმარება და ჩაცმა. მაგრამ გემოვნებას როგორ ასწავლიან, ეგ ნამდვილად არ ვიცი...

 

სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს რა დონის სიგიჟე და არაადეკვატურობაა", - განაცხადა ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner