logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: საზოგადოების საშუალო ფენა გაქრა, დავრჩით მხოლოდ ძალიან მდიდრები და ღატაკები!
- +

5 დეკემბერი. 2016. 14:19



„ქვეყნის ეკონომიკა არის რთულ ვითარებაში და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მდგომარეობა არის მძიმე. ეკონომიკური განვითარების ასეთი ფორმა ქმნის საზოგადოებაში 2 ფენას: ძალიან მდიდრების და ძალიან ღატაკების ფენა, ხოლო საშუალო ფენა ქრება", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რაზეც ხელისუფლებამ სწრაფი მობილიზება უნდა მოახდინოს, რადგან საშუალო ფენა არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი საზოგადოებისთვის.


კაკაბაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც გამოეხმაურა:


„გასაგებია, რომ დოლარის მიმართ ბევრი ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება დამამშვიდებელი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. ყველა ის მექანიზმი, რაც ხელისუფლებამ დააანონსა გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ალბათ, ეს უფრო ემსახურება ეკონომიკის გაჯანსაღებას ქვეყანაში, მაგრამ მე, როგორც უფლებადამცველი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირეული, ვფიქრობ, რომ  ხელისუფლება უნდა განიხილავდეს ფოკუს ჯგუფების პრობლემების გადაჭრის გზებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან და არ უნდა ველოდოთ იმას, როდის დასტაბილურდება სხვა ვალუტები დოლართან მიმართებაში", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner