logo_geo
eng_logo
დავით ზურაბიშვილი: გააუქმდეს „სითი პარკის“ კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ქალაქს აზიანებს!
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:08



თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი კომპანია „სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის მომხრეა. მისი შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება კაბალური და დედაქალაქისთვის ზიანის მომტანია. როგორც ზურაბიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს 25 მილიონი ლარი, რომელიც პირგასამტეხლოს სახით გადაეცემა ამ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.


„ჩვენი, „რესპუბლიკელების" შენიშვნა დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით, იყო რამდენიმე მუხლთან მიმართებაში. ქალაქში პარკირებისა და ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგების სერიოზული პრობლემაა. ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც აქვს ჩაბარებული პარკირებისა და დაჯარიმების საკითხები, არის დედაქალაქისთვის უაღრესად კაბალური და საზიანო.

 

ვფიქრობ, საკრებულომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და  გაწყვიტოს კონტრაქტი. ან „სითი პარკმა" კეთილი ინებოს და შეცვალოს პირობები. კონტრაქტი შეწყდეს და ახალი ტენდერი და კონკურსი გამოცხადდეს. ან დროებით მერიამ აიღოს თავის თავზე, სანამ ახალი ოპერატორი შემოვა. ამ პრობლემას საკრებულოს უმრავლესობაც აღიარებს. ამიტომ უნდა იყოს გამოძებნილი პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი და მოხდეს კონტრაქტის გაწყვეტა ამ კომპანიასთან. თუ ეს პუნქტი ჩაიდება დედაქალაქის ბიუჯეტში, ეს მხოლოდ გააუმჯობესებს ავტოსატრანსპორტო მოძრაობისა და პარკირების პრობლემას ქალაქში", - განაცადა ზურაბიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner