ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ეს ერთგვარი ღალატია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სააგენტო „Reuters"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი დელეგაცია საჯაროდ ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობდნენ, კარგად მესმის, თუ კიევში იმედგაცრუებულები დაბრუნდებიან", - განაცხადა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენის განცხადებით, უკრაინამ ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ევროკავშირის დამოკიდებულებას ღალატად მიიჩნევს.
„უფრო უხეშ სიტყვასაც გამოვიყენებდი. ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ეს ერთგვარი ღალატია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.