„ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლებში გულწრელობის არავითარი მარცვალი არ იყო. ისინი ძალიან ხელოვნურად ჭირისუფლობდნენ და პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას სამძიმრის სახეებით ცდილობდნენ",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„მათ გამოსვლებში გულწრელობის არავითარი მარცვალი არ იყო. ისინი ძალიან ხელოვნურად ჭირისუფლობდნენ და პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას სამძიმრის სახეებით ცდილობდნენ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ იყო გულწრფელი და არც სამაგისო არაფერი ხდება. თუ პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარე იქნება, პროცესს ლეგიტიმაცია ექნება, ხოლო თუ არ იქნება, პროცესს სამართლებრივი სიმყარე არ ექნება?! ეს რა ლოგიკაა?! ეს აბსოლუტური სიბეცეა. ბოკერიას განცხადება ყალბი, ხელოვნური და მისი სიტყვებითვე რომ ვთქვა, ცინიკური იყო. ის საუბრობდა, რომ პრემიერის განცხადება ცინიკური იყო მაშინ, როცა მისი გამოსვლები ყოველთვის მართლაც ცინიკური და დემაგოგიურია ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.