პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს:
„გული დამწყდა, რომ ვერ მოვახერხე ჭიათურაში სამკითხველო ვაგონის „ჩადგმას" დავსწრებოდი და პირადად მენახა ლიზიკოს ბედნიერებით სავსე ღიმილი!! მაგრამ რაც მთავარია, სკვერის ბიბლიოთეკა უკვე ჭიათურაშიც გვაქვს!! დიდი მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას და გიორგი კეკელიძეს ამ არაჩვეულებრივი პროექტისათვის...",- წერს ჯაში.