ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ საწვავის კომპონენტზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა. კაკაურიძის თქმით, მიუხედავად საწვავზე ფასის მატებისა, სხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„საწვავის კომპონენტზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა, თუმცა საწვავის კომპონენტი არ აისახება ყველა პროდუქციაზე. როდესაც დავთვალეთ საწვავას რა წილი უჭირავს თითეული პროდუქტის ღირებულებაში, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ვნახეთ, რომ მას ძალიან მცირე წილი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ფასების ზრდა პროდუქტებზე მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.