„მოვისმინე ალეკო ელისაშვილის შეტევა მანანა კობახიძეზე, ეკა ბესელიაზე. კომპეტენტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ალეკო ელისაშვილი ცრუობდა",- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.
როგორც ვოლსკიმ „რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, იგი იმედოვნებდა, რომ ალეკო ელისაშვილს შერცხვებოდა და აღნიშნულ საკითხზე არაფერს იტყოდა.
„მოვისმინე ალეკო ელისაშვილის შეტევა მანანა კობახიძეზე, ეკა ბესელიაზე. კომპეტენტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ალეკო ელისაშვილი ცრუობდა, როდესაც ზეწოლაზე საუბრობდა. აქედან გამომდინარე, გადადგომაზე საუბარი, არ ვიცი იქ რა ხდება, თედო კობახიძესთან დაკავშირებით, არის საკმაოდ პოპულისტური, სულ მცირე.
ასე, რომ არავითარი ბრალდება, რომელსაც იმეორებს დღითიდღე, მეგონა შერცხვებოდა და არ იტყოდა არაფერს ამაზე. იყო უსაფუძვლო ბრალდებები. დადასტურდა ეს და ვერანაირი მტკიცებულება, რასაც ხმამაღლა და გულში მჯიღის ცემით ამბობდა, ის არ გამოდგა მართალი. აქედან გამომდინარე, ყველანაირი განმარტებები და კომენტარები, მე ვფიქრობ, რაღაც ზნეობის საკითხს უკავშირდება და გადადგომის თემა, მითუმეტეს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.