logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ყურადღების მისაქცევად არასამთავრობო ორგანიზაციები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ
- +

26 დეკემბერი. 2016. 23:55


 

„რატომღაც დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ ყურადღების მისაქცევად არასამთავრობო ორგანიზაციები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხად. მისი თქმით,  არსებობს ვალდებულება, რომ ერთი მხრივ დაცულ იქნას ქვეყნის უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები არ დაირღვეს.


„საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კონტრდაზვერვის სამსახურს პროცესში მყისიერად ჩართვის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. გარწმუნებთ, კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობა მოქალაქის დაცვისთვისაა მოწოდებული და არა მისი სატელეფონო საუბრების მოპოვებისთვის. თავისი მუნდირით ოფიცერი პასუხისმგებელია ქვეყნისა და კანონის წინაშე. თუ ნდობა არ იქნა, ვერანაირ სისტემას ვერ შექმნი, რომელიც უნიკალური იქნება. სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, რომლითაც თავი უნდა დაიცვას და ამ რესურსზე შეტევა აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.


როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პროვაიდერ კომპანიებს არავითარი სურვილი არ აქვთ, თავიანთი თანხა დახარჯონ და საგამოძიებო პროცესში ჩაერთონ.


„გასაღების გატანასთან და პროვაიდერი კომპანიებისთვის გადაცემასთან  დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება ცალსახაა. არ მწამს ისეთი სისტემის, რომელიც სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებზე მეტ ნდობას პროვაიდერ კომპანიებს უცხადებს", - განაცხადა ვოლსკიმ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner