logo_geo
eng_logo
აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს
- +

28 დეკემბერი. 2016. 14:19



2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას ქარვასლაში შეკრებილ მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს განუცხადა, უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შესთავაზებენ.


შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა",- განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სწორ მიმართულებებს არ წაახალისებს.


მოგვიანებით, მინისტრმა ზემოაღნიშნული საკითხი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განავრცო.


მისი თქმით, არ არის სწორი, როცა აბიტურიენტი ერთხელ მოემზადება, გრანტს მიიღებს ხოლო შემდეგ კი აღარ სწავლობს. ამ დროს კი, სხვამ მინისტრის თქმით, შეიძლება, ეროვნულ გამოცდებში დაბალი ქულები აიღოს, მაგრამ შემდგომ უნივერსიტეტში „ძალიან მაგრად ისწავლოს". სწორედ ამიტომ მიაჩნია მას დაფინანსების წესის აუცილებლად აკადემიურ მოსწრებაზე მიბმა.


„სოციალური კომპონენტებიც გადასამუშავებელი და გასავითარებელია. სისტემა უფრო გამჭირვალე უნდა იყოს. სტუდენტი უნდა ხედავდეს, რატომ იღებს, ან ვერ იღებს გრანტს. უნივერსიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფს ვქმნით და იგი ახალ სქემას დაამუშავებს",-  განუცახადა EDU.ARIS.GE-ს ჯეჯელავამ.


ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ დღეს არსებული დაფინანსების სისტემა 2017 წლისთვის ნაწილობრივ მაინც შეიცვალოს.


არ მგონია, სრულად ამოქმედება მოვასწროთ, მაგრამ რაღაც ახალი კომპონენტები ამოქმედდება. სწორი რაც არის, ვინმეს უკმაყოფილებას რომც იწვევდეს, მაინც სწორია. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელსაც ცუდი აბიტურიენტი უკმაყოფილოები ეყოლება, ხოლო კარგი აბიტურიენტები - კმაყოფილები",- დასძინა განათლების მინისტრმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner