-
+
30 დეკემბერი. 2016. 20:56
ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის სახვა ინფორმაცია არ არის ცნობილი.