„კარგი განწყობისთვის საჭიროა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატება, რამდენიმე ბოთლი კარგი ღვინო და ბუხარი", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე. იგი ახალი წლისგან ახალ შესაძლებლობებს, ვიზა-ლიბერალიზაციასა და ეკონომიკურ გაზაფხულს ელის.
„ახალ წელს მთაში ვხვდებით. ბაკურიანში ან მესტიაში ვქირაობთ სახლს მეგობრებთან ერთად და რამდენიმე დღეს ასე ვატარებთ. კარგი განწყობისთვის საჭიროა წლის განმავლობაში მიღწეული წარმატება, რამდენიმე ბოთლი კარგი ღვინო და ბუხარი. წელს მესტიაში მივდივართ.
2008 წლის და 2012 წლის ახალი წლები ყველაზე ბედნიერად მახსოვს, როდესაც ჩვენს ოჯახს ჯერ ელე და მერე ანა-ბეატრისი შემოემატნენ.
ახალი წლისგან ველი ახალ შესაძლებლობებს, ვიზა-ლიბერალიზაციას და ეკონომიკურ გაზაფხულს. ასევე, არაერთ საინტერესო პროექტს, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.
მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს მოქალაქეს დამდეგი ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობა, განვითარება და ბედნიერება!" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.