logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: არაფერია იმაზე დასაფასებელი, როგორც სიცოცხლე...
- +

2 იანვარი. 2017. 17:18

 


პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ახალ წელს ტრადიციულად ოჯახთან ერთად ხვდება. რუსთაველის გამზირზე საგანგებოდ მორთულ ნაძვის ხესთან ახალი წლის  შეხვედრას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ურჩევნია.


„ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები ტრადიციულად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, ახალი წელი ყველა სხვა დღესასწაულთან შედარებით გამორჩეულად მიყვარს. განსაკუთრებული ხალისის, სიხარულის, განახლების შეგრძნებაა.

 

მეორე დღეს ნათესავებთან ერთად ვიკრიბებით. გარეთ გასვლა მაინცდამაინც არ მიყვარს - გარეთ რომ ხვდებიან ნაძვის ხესთან", - აღნიშნა ბარამიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


ისურვებდა, რომ ქართველი ხალხი უფრო თვითკრიტიკული და საკუთარ თავზე დამოკიდებული იყოს.


„ვურჩევდი ქართველ ხალხს, უფრო თვითკრიტიკულები ვიყოთ, არ შეიძლება, ჩვენს ხარვეზებზე სულ სხვისკენ გავიშვიროთ ხელი.  ჩვენც უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გულებში, რეალისტები უნდა ვიყოთ. როცა ასეთი დამოკიდებულება გვექნება საქმის მიმართ, თუნდაც სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, შედეგიც უკეთესი იქნება. ევროკავშირი, ევროპა - ყველაფერი კარგია, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს.

 

გაღიმებული თბილისი მენატრება, გაღიმებული რუსთაველის გამზირი მენატრება... სოფლები, ქალაქები... ქართველ ხალხს ვუსურვებ ბევრ ღიმილს, ჯანმრთელობას, ხალისს... მესმის, ყველას პრობლემები გვაქვს მარცხნივ თუ მარჯვნივ, მაგრამ არაფერია იმაზე დასაფასებელი, როგორც სიცოცხლე - ღმერთისგან ბოძებული ამ ცოდვამადლიან მიწაზე", - განაცხადა ბარამიძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner