logo_geo
eng_logo
მამა შალვა: ბევრს უნდა ეკლესიის დანგრევა, რადგან ეკლესია ეწინააღმდეგება ბევრ უმსგავსობას!
- +

6 თებერვალი. 2017. 01:07


 

მამა შალვა, კეკელია ქადაგების დროს შეეხო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას:


„დიდი ბრძოლაა დაწყებული ეკლესიის წინააღმდეგ, ჟურნალისტები გამოდიან და არც ეშინიათ, ისე უპირისპირდებიან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ჟურნალისტები როგორ არიან იცით, ოღონდ გადაცემა გააკეთონ და აღარ ფიქრობენ იმაზე, რა მოყვება ამას. ოღონდ შოუ აჩვენონ და ყველაფრისთვის მზად არიან. ხელფასი ამად გიღირს? ასეთი ფული სახლში როგორ უნდა შეიტანო?! ეს ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ საუკუნის დასაწყისში და რა მივიღეთ, ყველამ ვიცით. ეშმაკს ისევ უნდა იგივე გააკეთოს ჩვენი ხელით. ბევრს უნდა ეკლესიის დანგრევა, რადგან ეკლესია ეწინააღმდეგება ყველაზე მეტად ბევრ უმსგავსობას. ხშირად მესმის, 16-17 წლის გოგო-ბიჭები ერთად მიდიან დასასვენებლად უფროსის გარეშე, ერთად სძინავთ ერთ ოთახში, ერთ ლოგინში. ამ ცდუნებას შეიძლება სასულიერო პირმა ვერ გაუძლოს, არა თუ პატარა ბავშვებმა. მშობლებიც ვეღარ ერევიან ხშირად.მე მღვდელი ვარ და ძალიან ბევრ აღსარებას ვისმენ. ძალიან მტკივა გული. იცით რამდენი ადამიანია დაღუპული? ეკლესია გეუბნება, რომ ასე არ შეიძლება და ეს ბევრს ხელს უშლის და არ მოსწონს. ხშირად დგება დრო, როცა შენს შვილს ვერ აგებინებ ვერც სიტყვით, ვერც გაბრაზებით. ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის ლოცვა, შეევედრო ღმერთს, რომ გადაარჩინოს შენი შვილი, არ გადაუხვიოს მისი გზიდან. ღმერთი დედის ლოცვას აუცილებლად შეისმენს", - განაცხადა მამა შალვამ.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner