logo_geo
eng_logo
მარინა მოლოდინი: ბინაში, სადაც გაზი არ იყო, ზურაბ ჟვანია როგორ გაიგუდა?!
- +

6 თებერვალი. 2017. 15:12



გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუპოვის გარდაცვალებიდან 12 წელი შესრულდა. მათი გარდაცვალების საქმეზე ძიება 12 წელია მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურ ვერსიად კვლავ გაზით გაგუდვა სახელდება. პროკურატურა ექსჰუმაციის ჩატარებას აპირებს, მაგრამ თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილნი იპოვეს, მაშინდელმა მეპატრონემ ეკა კიკიანმა გაყიდა და ამჟამად ის ლოლა სოზიაშვილის საკუთრებაშია. ეკა კიკიანმა 12 წლის წინ გაზის გამათბობელი საერთოდ აიღო და გარეთ გამავალი ჭრილი ამოქოლა, ამბობდა - გაზის გამათბობლის მეშიანო. ახლა კი, ამ ბინიდან კვლავ გაზის მილია გამოყოფილი.

ჟვანიას მეგობარი მარინა მოლოდინი „ასავალ-დასავალთან" აცხადებს, რომ საინტერესოა, როგორ გაიგუდებოდა ჟვანია იმ ბინაში, სადაც გაზი არ იყო.


„საერთოდ, ბინაში, სადაც გაზი არ იყო, ადამიანი გაზით როგორ გაიგუდა? გიორგი გვიჩიანმა ჩვენება მისცა, სადაც ამბობს: ღამით, დაახლოებით 23 საათზე, იმ კორპუსს გაზი ავარიულად გაეთიშა და, შესაბამისად, ვერც გაჟონავდაო. გვიჩიანი გარკვეული პერიოდი „თბილგაზის" გენერალური დირექტორი იყო და ძალიან კარგად ეცოდინებოდა ინფორმაცია გაზის მიწოდებაზე. ვფიქრობ, გვიჩიანი ზურას მკვლელობისთვის რაღაც დეტალების ცოდნის გამო დააკავეს და არა იმიტომ, რასაც აბრალებდნენ", - აცხადებს მოლოდინი.

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner