-
+
8 თებერვალი. 2017. 11:39
„თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ ახალ ეთერს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს.
„არხის ხერხემალი - დიანა ტრაპაიძე თავისი „დღის ამბებით", დღეში ორჯერ, ორზე და ოთხზე. ორშაბათს და ხუთშაბათს - ვახო სანაიას პოლიტიკური შოუ. ოთხშაბათს - ნინო ჟიჟილაშვილის „პოლიტმეტრი"... ყოველ სამუშაო დღეს გიორგი ისაკაძის და მისი გუნდის ბიზნეს-გადაცემები, რომელსაც ამავე გუნდის მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი დაემატება. სამშაბათსა და პარასკევს „რეაქცია". ერთი წლის თავზე, მგონი, არაა ურიგო შედეგი", - წერს გრიგოლია.