მერაბ მეტრეველი: „საყვარელიძის გაკეთებული ეს ვერ იქნება“... რეიზა, მორალი დოუშლიდა, პრინციპები, თუ ჭკუა ეყოფოდა?
-
+
8 თებერვალი. 2017. 12:43
„6-საათიან „კურიერში" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის წერილის გაგზავნის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ექსპერტების კომენტარებს ვუსმინე და თითქმის ყველას პათოსი იყო ასეთი: საყვარელიძის გაკეთებული ეს ვერ იქნება. რეიზა, მორალი დოუშლიდა, პრინციპები, თუ ჭკუა ეყოფოდა?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს.
„რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამტკიცო, რომ მისი გაკეთებულია, მაგრამ ხომ შეიძლება თქვა მარტივად, რომ არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. პირდაპირ საყვარელიძის გამართლებაზე რატომ უნდა გადახვიდე?!" - წერს მეტრეველი.