საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სვეტლანა კუდბამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კუდბამ განაცხადა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძეს შორის არსებული საქმიანი კავშირისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არანაირი კავშირი არ აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან".
„რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან? ის რომ ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რამენაირად შეეცდება ვინმეს პოლიტიკური კურსის გატარებას. გავა თვეები, წლები და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაამტკიცებს თავის მიუკერძოებლობას", - განაცხადა სვეტლანა კუდბამ.