ავტორი სალომე უერთაშვილი
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წიგნის „პოეტური თარგმანის ანთოლოგიის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შემდგენელია ალექსანდრე ელერდაშვილი. „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში" შესულია სხვადასხვა თაობის 206 მთარგმნელი, რომელთა მიერ 50 ენიდან ნათარგმნია 300-ზე მეტი ნაწარმოები.
როგორც ელერდაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, წიგნზე მუშაობა თითქმის წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა. „პოეტური თარგმანის ანთოლოგია" მთარგმნელთა კლუბის და პოეზიის მოყვარულთა მიერ დაფინანსდა.
„დღეს წიგნი წარვუდგინეთ მკითხველს, ავტორებს, მასში შესულ მთარგმნელებს. წიგნში წარმოდგენილია 206 მთარგმნელი, რომლებმაც 50 ენიდან 300-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები თარგმნეს.
„პოეტური თარგმანის ანთოლოგიაზე" თითქმის წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი, მაგრამ იდეა წიგნის შექმნისა დიდი ხანია მაწუხებს, შეიძლება ითქვას, სტუდენტობიდან.
წიგნი დაფინანსდა მთარგმნელთა კლუბის წევრებისა და პოეზიის მოყვარულთა მიერ ინტერნეტში გავრცელებული განცხადების დახმარებით", - განაცხადა ალექსანდრე ელერდაშვილმა.