-
+
10 თებერვალი. 2017. 23:58
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გვირიკაშვილი, Twitter-ში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმაურება:
„საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია რომელიც შეხვდა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. დღეს საქართველო- აშშ-სთვის დიდი დღეა", - აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა გაიმართა.
