-
+
14 თებერვალი. 2017. 12:43
ოთარ აბესაძე „ნაციონალებს": როგორც გააფუჭეთ, კეთილი ინებეთ და აღადგინეთ!
„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე „ნაციონალური მოძრაობის" იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებმაც გუშინ თბილისის მერიასთან აქცია გამართეს:
„ბატონებო, როგორც გააფუჭეთ, კეთილი ინებეთ და აღადგინეთ.
თქვენს მიერ მოწყობილი გუშინდელი 135-კაციანი მასკარადის შედეგია ეს. შშმ პირებს გაუჭირდებათ შემოსვლა მერიაში.
მესმის, რომ თქვენთან 21-ე საუკუნის სტანდარტებზე საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ საზოგადოებამ უნდა ნახოს თქვენი მორიგი მავნებლობა და ვანდალიზმი თბილისისა და შშმ პირების წინაშე", - წერს ოთარ აბესაძე.
