-
+
15 თებერვალი. 2017. 19:42
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „ქრონიკა +"-ის რედაქტორს ელისო კილაძეს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„ელისო კილაძე კიევიდან დაბრუნდა. როცა ბრუნდებოდა, facebook-ის საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი გამოაცხო:
გამარჯობა სოსო! დღეს ღამე ვბრუნდები კიევიდან. ნარკოტიკი, იარაღი, ციანიდი და ფული არ მომაქვს. 40 000$ ვინ ჩივის, 4000$ არ მომცეს ამ ჟმოტებმა იარაღით ვაჭრობაში უფრო დიდი კუშია და ოფშორებში ჩაგირიცხავთო. წნევის წამალი და ორი აბი კეტონალი გადავყარე (რამე არ მოგელანდოთ). ვაღიარებ - მაქვს ბილეთი კიევი-თბილისი.
P.S. აეროპორტში ოჯახთან ერთად ადვოკატიც მხვდება - თქვენს ფანტაზიებს ვერ ვენდობი.
***
გამარჯობა, ელისო, როგორც კონფიდენციალურმა წყარომ საბაჟოდან მაცნობა, კიევიდან დაბრუნებისას ბილეთის გარდა ტანსაცმელში აღმოგაჩნდა 8 000 დოლარი, ანუ 2 თვის ხელფასი. ვინაიდან შენი იურისტი ნიკოლოზ გვარამიაა, კარგად იცი, რომ დეკლარირდება მხოლოდ 10 000 დოლარზე მეტი თანხა და ამ შემთხვევაში ვერავინ შემოგედავებოდა. ჰოდა, რაკი კანონით ვერავინ ვერაფერს გეტყოდა, რაღა საჭირო იყო ტანსაცმელში ჩატენვა, ჯიბიდან ვინმე ამოგაცლიდა?
ახლა არ თქვა, გელა ზედელაშვილი გიორგი ზედელაშვილიდან სოსო გოგაშვილთან გადაპორტირდაო და ჩემ მოგვარეს არ გაუგზავნო საგანგებო მიმართვა!
მოკლედ, 2 თვის ხელფასი გადახდილია, აწი მაისში გიწევს კიევში ჩასვლა. რას შვრება მიხო, რაფერაა ფსიქოლოგიურად, აფრინეთ ერთად მწყრები და შეიმუშავეთ რევოლუციური გეგმა? ისაუბრეთ ჭეშმარიტ დემოკრატიაზე? რაო, რა დავალება მიიღე, შევუტიოთ საპატრიარქოს და გავაბანძოთ მთელი ქვეყანაო?
ისე, თუ არაფერი მოგცეს, აბა, რას დადიხარ მიხოსთან, მაგ ზღაპრებს ვინ დაგიჯერებს?
!
და კიდევ ერთი: მაგ ფულიდან გელა ხვედელიძეს რამდენი ეკუთვნის? ეხლა "პაპალამ" არ იქნება, მაგრამ იმდენი მაინც მიეცი, რომ 2 თვე თავი მაგანაც გაიტანოს!", - წერს ზედელაშვილი.