logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სამართალდამცველებმა მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს
- +

17 თებერვალი. 2017. 14:55


 

„სამართალდამცველებისა და პროკურატურის ნაბიჯი შესაძლოა, ერთი მხრივ, პოზიტიურად შეფასდეს, რადგან მკვლელობა აიცილეს თავიდან, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს მთავრობა", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენებში, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდეს.


„მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში, შესაძლოა, სულ სხვა ძალები იყვნენ ჩართული, სიტუაცია შეგნებულად იქნა არეული, ცალსახად ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სიტუაცია ირევა, ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას" ბრალდება, მაგრამ მე არ მიყვარს ასე ხელაღებით თქმა, მით უმეტეს, რომ არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა არეშიძემ.


როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, უკვე ძალიან დიდი ხანია, პოლიტელიტას სურს საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია, ახლა კი, ყველაფერი წარმატებით განხორციელდა.

 

„ძალიან დიდი ხანია მიდის პოლიტელიტის მხრიდან მცდელობა საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციისა. უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ეს წარმატებით განხორციელდა. მართალია, მთლიანი ეკლესიის დისკრედიტაციას ბევრი აკლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები იქნა გადადგმული, რათა დაწყებულიყო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის გარკვეული გაუცხოების პროცესი და მომხდარიყო ეკლესიის განხეთქილების გარეთ გამოტანა", - აღნიშნა არეშიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner