ჟურნალისტი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„კიდევ ერთი ახალი ამბავი, ანუ „აღმოჩენა" უნივერსიტეტთან დაკავშირებით: ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ამოღებულია... ქართული ენა(?!).
დეკანი ვინც ბრძანდებოდა (რექტორობაც რომ მოგვინდომა?!), გეხსომებათ...
ვის შევჩივლოთ, ა.შანიძე მკვდარია..." - წერს ჭუმბურიძე.