თბილისში, საბურთალოზე, ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანისა და ყვითელი სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
როგორც „Prime Time News"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მხოლოდ 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.