კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დაკავებულ გიორგი მამალაძეს პირადად იცნობს და მასზე ცუდი წარმოდგენა აქვს. ამის შესახებ ოქიტაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა.
„მე მას დიდი ხანია ვიცნობ, რადგან ხშირად დავდივარ საპატრიარქოში. ყოველთვის იგრძნობოდა მისი ცინიკურ და ამპატრტავნულ ხასიათი. საპატრიარქოსთან გაჭირვებულ ხალხს ცინიკურად ექცეოდა და ამის გამო, რამდენიმე თვის წინ პირში რაღაც ცუდად ვუთხარი, რაზეც გაიცინა. ვგრძნობდი, რომ ის იყო ანაფორაში გადაცმული ურჩხული. ძველი ბიჭი იყო? რათ უნდოდა იარაღი. არ მჯერა, რომ ვინმემ წამალი ჩაუდო. შეგიძლიათ გაიკითხოთ ბათუმში, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
ოქიტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია გამოძიებას დაელოდოს საზოგადოება და ყველაფერი გაირკვევა.