„რუსთავი 2"-მა მთელი ოჯახი, მთელი სანათესავო, ფაქტობრივად, ამიწიოკა და გამორიცხულია, მაგ ტელევიზიასთან რაიმე ფორმით ვითანამშრომლო", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
მამალაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ს სატელეფონო კომენტარსაც კი არ აძლევს, რადგანაც სწორედ მათ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, ამით კი, როგორც მამალაძე აღნიშნავს, ზიანი მიაყენეს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოვუცხადე და სატელეფონო კომენტარსაც არ ვაძლევ!" - ამბობს მამალაძე.
„ციანიდის საქმის" მთავარი მოწმის თქმით, „რუსთავი 2"-ში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსისგან - სოსო ოხანაშვილისგან მიიღეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ჩემგან მტრის ხატი გამოძერწეს. Facebook-ში სპეციალური ჯგუფებიც კი შექმნეს და ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადირეიშვილი და სხვები ჩემი ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ!
მთელი ცხოვრება ფარული ჩამწერებით რომ დარბიან და სად რა აქვთ მიმაგრებული, ვერ გაიგებ, ასეთი ხალხი დამესია!" - აცხადებს მამალაძე.