logo_geo
eng_logo
„სხვა პერიოდში რომ ვყოფილიყავით ყველა კამერა იქნებოდა თბილისის აეროპორტში და ისე დააკავებდნენ დეკანოზს“
- +

28 თებერვალი. 2017. 20:47




„ადვოკატებს საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის აუდიოჩანაწერი. მე ვაცხადებ, რომ ვიდეოჩანაწერებში არის საუბარი მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურას აქვს თავისი დღის წესრიგი. ის არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ გვახსოვს ტელედაპატიმრებები. სხვა პერიოდში, რომ ვყოფილიყავით აუცილებლად ყველა კამერა იქნებოდა თბილისის აეროპორტში და ისე დააკავებდნენ", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ „tvპირველის" გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას განაცხდა.  მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას საზოგადოება შეცდომაშ არ შეუყვანია.



„პროკურორმა როდესაც განაცხადა, რომ გამცხადებლის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მე როგორც გამცხადებელმა მივუთითე, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა. ასე რომ, მთავარმა პროკურორმა რაც განაცხადა, არავინ შეუყვანია შეცდომაში. მე ვხვდებოდი მამა გიორგი მამალაძეს და მე დავინახე ეს საფრთხე", - განაცხადა მამალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner