logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს აფხაზეთის რკინიგზას მხოლოდ უარყოფითი გავლენა ექნება...
- +

1 მარტი. 2017. 17:09



ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სომხეთისა და რუსეთის მიერ აფხაზეთში რკინიგზის გაყვანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგები ახლავს თან.


„ერთი მომენტია აქ, რა სარგებელი და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, არ შეიძლება,  წარმოვიდგინოთ, თითქოს აფხაზეთის რკინიგზას მხოლოდ უარყოფითი გავლენა ექნება. დადებითი შეიძლება გამოიკვეთოს ის რომ, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, გავაფართოვოთ არა მარტო დასავლეთ-აღმოსავლეთი სატრანსპორტო კორიდორი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან ერთად დავუშვათ ამ მაგისტრალის ამოქმედება, ანუ ჩრდილო-სამხრეთის კორიდორის ამოქმედება. ამან შესაძლოა, საქართველო ერთგვარ სატრასპორტო-სარკინიგზო ჰაბად გადააქციოს, რომლითაც შეიძლება ეკონომიკური ტემპების განვითარება დაიწყოს, პლუს, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტურ რეგიონთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ურთიერთობას. ეს ტერიტორია არის ოკუპირებული და ფაქტობრივად რუსები იწყებენ ამ ტერიტორიების ანექსიას, ბუნებრივია, ამ ფონზე, როდესაც საქართველოსა და რუსეთს არ გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობები, შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს გეოპოლიტიკური გადათამაშების ორომტრიალში, საუბარია მოსკოვის, ერევნისა და თეირანის ალიანსზე, ეს კი ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, ამ კუთხით, შეიძლება ჩვენ „მიტმასნილი" სახელმწიფოს როლში აღმოვჩნდეთ.

 

მეორე მომენტია სამხედრო-სტრატეგიული, ანუ გეოსტრატეგიული. საქმე იმაშია, რომ რუსეთი აჩქარებს და ცდილობს გამოიყენოს ეს სარკინიგზო ხაზი სწორედ სამხედრო ტვირთებისა და სამხედრო შენაერთების გადასროლისთვის. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამ გზის რეაბილიტაციას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს რუსეთის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული სახეობის ჯარი, ესაა სარკინიგზო ჯარი. ისინი ამ გზას აგებენ სწორედ სამხედრო ტვირთების გადასაზიდად", - აცხადებს მაისაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner