logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ
- +

2 მარტი. 2017. 23:40



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თუ „რუსთავი 2"-ის კოლექტივი თანახმაა მას შეხვდეს, ის ტელევიზიაში მივა და მათ დაელაპარაკება. ხალვაშის განმარტებით, მას არ ჰგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს მათთან ურთიერთობით.


„შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ.

 

„რუსთავი 2" იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი.

 

როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში. როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.

 

თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner