logo_geo
eng_logo
„აპელირება იმაზე, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“
- +

3 მარტი. 2017. 18:01



„აბსურდია იმ თემაზე აპელირება, რომ არასამართლებრივად მიდის რაღაც პროცესები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც კობალაძე აღნიშნავს, ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა და საბოლოო შედეგი სამართლიანია.


„პროცესები მიდის საკმაოდ სამართლებრივად, აბსოლუტურად არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და მიზნობრიობა ხელისუფლებას ამ პროცესებში ჩარევისა. ჩვენ როგორც ვიცით, სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ და ორ დღეში არ იღებს, არამედ, ეს პროცესი სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს. ყველამ ვიცით, არ გვაქვს მოკლე მახსოვრობა საზოგადოებას, რომ არ გვახსოვდეს, თუ როგორ ხდებოდა „რუსთავი 2"-ის მფლობელებისგან ამ ტელეკომპანიის  წართმევა. მე თვითონ ვარ ერთ-ერთი ფაქტობრივი მონაწილე, როდესაც „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა მთხოვეს ინტერვიუ. გამოსულს კი მთელი „მასკი შოუ" დამხვდა, სპეცრაზმები და ა.შ. ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ შემდეგი 9 თვე მერვე საპყრობილეში გავატარე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული აზრი და მიზანი სამართლებრივად პროცესების განვითარებისა  და სიტყვის თავისუფლებისა, დამიჯერეთ, ერთ-ერთი პრინციპული მიზანი, აზრი და ხედვა ამაში ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც სურვილი, არც შესაძლებლობა და არც ხედვა არ გვაქვს, რომ პროცესში ჩავერიოთ. იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, კონკრეტული ბრენდი დაუბრუნდა სამართლებრივად იმ შემადგენლობას, ვისაც ჰქონდა მისი მფლობელობის უფლება, მე პირადად ასე ვფიქრობ.

 

რაც შეეხება გვარამიას ინიციატივას, თვითონ ევაჭრება ადამიანს და უკვე აღიარა ის, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იყო, მფლობელს დაუბრუნდა ტელევიზია და ახლა შესაბამის თანხაზე ევაჭრება, მე ამას ასე ავხსნი, ამიტომაც, აპელირება იმაზე, რომ ვიღაც წინააღმდეგია სასამართლო გადაწყვეტილებისა და სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო, უკვე თვითონ ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - განაცხადა კობალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner