„დღეს საქართველოში არსებობს სიტუაცია, როცა ერთ დღეში შეგიძლია დაარეგისტრირო ტელევიზია, გამოხვიდე და რაზეც გინდა იმაზე ილაპარაკო, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა", - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ტელეკომპანია „tvპირველის" ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ „რუსთავი 2"-ელებს შეუძლიათ აღნიშნული სიტუაცია გამოიყენენო ახალი ტელევიზიის შესაქმნელად.
„„რუსთავი 2"ელებს შეუძლიათ (როგორც ვიცი მათ გააჩნიათ ფინანსური სახსრები) გააკეთონ თავისი ტელევიზია, არა ვიღაცის წართმეული. ამ ადამიანებს აქვთ ამის თავისუფლება გააკეთონ ტელევიზია, დაარქვან რაც უნდათ, თუ უნდათ „მიშა 2" დაარქვან და რაზეც უნდათ იმაზე ილაპარაკონ", - განაცხადა ბიგვავამ.