logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქმეში “რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ”, საქართველო გაიმარჯვებს!
- +

7 მარტი. 2017. 23:12



პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საქმეში „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდე", საქართველო გაიმარჯვებს.


გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აღნიშნული საქმის მიმდინარეობას მშვიდად აკვირდება.

 

ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესი, მათ შორის არც პოლიტიკური ამ საქმის მიმართ. ასევე, მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას, როდესაც საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა სამართლიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ არასწორად თქვით შესავალ სიტყვაში (იგულისხმება გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია), თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესების განვითარებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კონტექტსი არის შეცვლილი, მას შემდეგ რაც საქმემ სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლა. დღემდე საქმეს ერქვა "ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ", დღეს კი საქმეს ჰქვია "რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ". ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები ვართ საქართველოს ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ საქართველოს და ინსტიტუციების პრესტიჟი, მათ შორის ჩვენი საერთო სასამართლოების სისტემის. ეს არის დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტსა და საქართველოს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული საქართველო გამოვა, რადგან სიმართე საქართველოს მხარეს არისგარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "რუსთავი 2"-ის მფლობელები და მენეჯმენტი საქართველოს უპირისპირდებიან, თუმცა დღემდე ყოველთვის გამარჯვებული საქართველო გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო იქნება გამარჯვებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროსასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა მიიღეს.


მანამდე, სტრასბურგის ადამიანი უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ვიდრე სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად არ განიხილება.


საქართველოს უზენასმა სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.


შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს "პანორამა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner