„რუსთავი 2" ჩემთვის იწყება შენთან ერთად სხვათაშორის, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მე შენ გთხოვე ჩემი შვილი მოგეძებნა და შენ მთელი დღე ეძებდი ჩემს დაკარგულ ბიჭს. დამირეკე და ტიროდი, ხათუნა „მაპატიე მე შენი რეზიკო ვერ ვიპოვე", - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „რეაქციაში" ინგა გრიგოლიას მიმართა. როგორც ხოფერია აცხადებს, მისთვის „რუსთავი 2" ვერასოდეს ვერ იქნება მართალი სიტყვის სამრეკლო!"
„თქვა სიმართლე „რუსთავი 2"-მა სად იყო ჩემი შვილი?! რატომ იყო სამართველოს დილეგში?! სად იყო მაშინ „რუსთავი 2"-ის სიმართლე?! აი მაგიტომ, „რუსთავი 2" ვერასოდეს ვერ იქნება მართალი სიტყვის სამრეკლო!" ,- განაცხადა ხოფერიამ.