logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „რუსთავი 2“ სააკაშვილის სადისტური სისტემის ნარჩენების რუპორია!
- +

8 მარტი. 2017. 14:09




„ზოგიერთს მიაჩნია, რომ სააკაშვილის თანამზრახველმა ნაცებმა მოახერხეს და სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დადგენილება მიაღებინეს. რა თქმა უნდა, ნაციონალები ეცდებოდნენ ყველაფერს და საკუთარ ლობისტებსაც გამოიყენებდნენ", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მამარაძე აღნიშნავს, „რუსთავი 2"-ს თავისუფალ სიტყვასთან საერთო არ აქვს.


„სააკაშვილმა დაარბია და გაანადგურა „რუსთავი 2" 2004 წელს, მაშინ დატოვეს ტელევიზია წამყვანმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად და სააკაშვილმა დაიმორჩილა და გახადა პროპაგანდისტული. ვინ იყო ხალვაში, თუ არა, ცრუმაგიერი პირი? ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან მოიზიდა და გადაიხადა ეს ფული და არა ხალვაშმა, ეს ხომ ასე იყო. მაშინ სააკაშვილმა ოქრუაშვილს ანდო ტელევიზია, მერე თვითონ ოქრუაშვილი გადავიდა ოპოზიციაში და სააკაშვილი აღარავის აღარ ენდო, ამიტომაც ეს ქონება თავის მეგობრებზე, ყარამანიშვილებზე გადაწერა, მისია ეს ქონება და ორი ცრუმაგიერი პირი ედავებოდა ერთმანეთს სასამართლოში.

 

ახლა ხალვაშს საბუთები უფრო უკეთესად აქვს მომზადებული, ვიდრე შემდგომ ცრუმაგიერ პირს, ამიტომაც, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მოსამართლეებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თითქმის ერთხმად იყო გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ხაზს ვუსვამ - „რუსთავი 2" არის სააკაშვილის სადისტური სისტემის ნარჩენების რუპორი, მას არაფერი აქვს საერთო თავისუფალ სიტყვასთან. სააკაშვილმა რაც უნდა ჩაიდინოს, ისინი ამას არასოდეს იტყვიან", - აცხადებს მამრაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner