ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის რკინიგზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს არა ომით, არამედ მშვიდობიანი დროშით შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე
„მე გამიჭირდება, როგორც საქართველოს მოქალაქეს, იმაზე საუბარი, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. აუცილებელია, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს სახელით, ამის შემდეგ ყველაფერს მიეცემა თავისი სახელი, თუ რა არის რეალურად ეს.
დადებითი და უარყოფითი აფხაზეთის რკინიგზას რა აქვს, არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ფაქტია, რუსეთს ცდილობს, უფრო აქტიურად შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე იყო. თუ აქამდე ამას იარაღით და ომით აკეთებდა, ახლა აპირებს, მშვიდობიანი დროშით, მათ შორის, აი, ასეთი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, განახორციელოს თავისი გეგმები", - განაცხადა მიროტაძემ.