logo_geo
eng_logo
„კარგად გვახსოვს, 26 მაისის დროს დაწიოკებული, დახოცილი ადამიანების საქმე, წლების განმავლობაში რომ არ მიიღეს“
- +

10 მარტი. 2017. 15:06




„ჩვენ გუშინწინდელი თქვენი გადაწყვეტილებაც გვახსოვს და მივასალმებით მას. მაგრამ, ასევე გვახსოვს თქვენი ჩავარდნები და ყოველთვის შეგახსენებთ ამას ევროპელო მოსამართლეებო, თუ მოსამართლეების უკან მდგარო გარკვეულო პოლიტიკურო წრეებო", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


„სტრასბურგის საქმე მედიასთან დაკავშირებით არ არის ცუდი, კარგია, რომ ასე ფხიზლად არიან ჩვენი ევროპელი კოლეგები. თუმცა, იმასაც ვამბობ, რომ ევროპულ სტრუქტურებს ახასიათებს შერჩევითი სამართალი და ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტი. ის, რაც „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოხდა, არ არის ცუდი, თუმცა, იმავე დროს ძალიან კარგად გვახსოვს, 26 მაისის დროს დაწიოკებული, გაუბედურებული, დახოცილი, დასახიჩრებული ადამიანების საქმე, წლების განმავლობაში რომ არ მიიღეს და მორიგე მოსამართლემ ოპერატიულობა ვერ გამოიჩნა. ასევე ოპერატიულობა ვერ გამოიჩინა, როდესაც დაერივნენ „იმედის" ტელევიზიის წარმომადგენლებს.

 

ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. თუკი, ამა თუ იმ საქმეს „პატრონი არ ჰყავს", იურიდიულად გამყარებული, შესაძლებელია, რომ დაჩქარებითაც ვერ განიხილოს და რაც მთავარია, ზოგი განიხილოს, ზოგი კი არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგია, რომ მედიასთან დაკავშირებით ასე მოხდა, მაგრამ ცუდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები არ განიხილეს", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner