logo_geo
eng_logo
„ეჭვი მეპარება, სტრასბურგის სასამართლოს ასეთი მყისიერი რეაქცია მოეხდინა, რომ არ ემუშავათ იმ ჯგუფებს, რომლებიც…”
- +

11 მარტი. 2017. 13:46




ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე პოლიტიზირებულია და გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, არ იქნებოდა ასეთი, იმ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებს რომ არ ემუშავათ, რომლებიც  „ნაციონალური მოძრაობის" უჭერენ მხარს.



„რუსთავი 2"-ის საქმე მთლიანად პოლიტიზირებულია და ამას უკვე აღარ ეშველება. ეჭვი მეპარება, სტრასბურგის სასამართლოს ასეთი მყისიერი რეაქცია მოეხდინა, რომ არ ემუშავათ  იმ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს. ბოლო დროს ბევრი იმუშავეს მათმა მეგობრებმა „ევროპის სახალხო პარტიიდან", რათა დაერწმუნებინათ ევროსტრუქტურები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომ ეს ქონებრივი დავა კი არა, თავისუფალი სიტყვის შევიწროება იყო.

 

რამდენიმე დღის წინ უნგრელ ექსპერტებთან მქონდა შეხვედრა, ისინი ღრმად იყვნენ ამ საკითხში ჩახედული, ნათელი გახდა, რა ინფორმაციული შტურმის ქვეშ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის"  და მისი კეთილმოსურნეებისგან. აღსანიშნავია, რომ დღემდე ევროსასამართლოში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია მუშაობს", - ამბობს მამუკა არეშიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner