logo_geo
eng_logo
„საქართველოს სახელმწიფომ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა ის ტესტი, რომელიც იყო გუშინდელი დღე“
- +

12 მარტი. 2017. 14:51



„სახელმწიფო არის შემდგარი და ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, როგორ უნდა დაამყაროს წესრიგი და არა ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში ვხედავდით", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორს" განუცხადა და ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შესაძლოა ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა" იდგეს.


„მე ძალიან ბევრჯერ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი ორგანიზაციები აპირებდნენ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რადგან მათ არანაირი ბერკეტი და საშუალება არ აქვთ, ამიტომაც იყენებენ ყველა საშუალებას. ჩვენ ასევე ვნახეთ „თავისუფალი ზონის" ყოფილი ზონდერის მიერ გაკეთებული განცხადება და ულტიმატუმი, შემდეგ უკვე რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ნაცმოძრაობის წევრები ვნახეთ, ამავე დროს კიდევ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ღამე, რომ თურმე არ სძინავს და გულისტკივილით უყურებს ამ ფაქტებს, ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან ხელოვნურად მართული პროცესი, რომელსაც მართავს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა".

 

რაც ყველაზე მეტად საბედნიეროა, მე შემიძლია, ამაყად განვაცხადო, რომ ქართულმა სახელმწიფომ და „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ სახელმწიფო შედგა, თუნდაც გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე. პრემიერმა გააკეთა დღეს განცხადება,რომ მინიმალურ ზღვარზე იყო პოლიცია და არანაირ გადაცდომას არ ქონია ადგილი, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციელი მოუწოდებს თავის ხელქვეითებს რომ არანაირ ძალადობას არ ქონდეს ადგილი, უბრალოდ ეს ადამიანები იყვნენ დაკავებულები. მე დღეს მართლა მეამაყება, რომ ამ გუნდის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად აი ასეთი, ცუდი საქციელისა, რომელიც ჩაიდინეს, შეიძლება ითქვას, არაკომპეტენტურმა დესტაბილიზატორმა ძალებმა, გუნდმა შეძლო და სახელმწიფო შედგა. მე მოვუწოდებს ყველა ბათუმელს, ყველა აჭარელს, რომ არ აყვნენ ავანტიურას. აქვე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობასაც, ჩემი განწყობაა ეს, რომ სასწრაფო წესით ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში და მართავენ ამ პროცესებს, იქნან დაკავებულები, ასევე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ პრევენციული ზომები იქნება გატარებული, რათა შემდეგში არ მოხდეს მსგავსი დაძაბულობა, ხოლო კიდევ ერთხელ გავმეორდები საქართველოს სახელმწიფომ და „ქართულმა ოცნებამ" ჩააბარა ის ტესტი, რომელიც იყო გუშინდელი დღე", - განაცხადა ქადაგიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner