logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის მაფიას უკრაინაში ბრალი წაუყენეს!“
- +

13 მარტი. 2017. 18:18



ოდესის გუბერნატორობიდან პირადად პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო ბრძანებით გაბუნძულებულ სააკაშვილს მძიმე დღეები დაუდგა! უკრაინის პროკურატურამ „მიხაილოს მაფიის" ერთ-ერთ წევრს ოფიციალურად ბრალი წაუყენა!


ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყოფილ მრჩეველს და უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს თეიმურაზ ნიშნიანიძეს უკრაინის გენპროკურატურამ დიდი ოდენობის ქონების მითვისების მუხლით ბრალი წაუყენა!


თეიმურაზ ნიშნიანიძე 9 მარტს გვიან ღამით კიევ-ოდესის გზატკეცილზე დააკავეს და ბრალიც წაუყენეს. ბრალდებული ნიშნიანიძე თავად აი, ასე აღწერს მომხდარს:


„ღამის 2 საათზე პოლიციამ თითქოსდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამაჩერა. გადმოვედი მანქანიდან. უშიშროებამ და გენერალურმა პროკურატურამ სპეცოპერაციის სტილში გზა გადამიკეტეს და მითხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსულობის პერიოდში რაღაც ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომლის გამოძიებაც ჩუმად მიდის 8 თვის განმავლობაში, მე მედება ბრალი. ჩემთვის უცნობია საქმის მასალები. ეს იყო პრეზიდენტის (პოროშენკოს - გ.გ) ადმინისტრაციის დავალება. ეს ემსახურება პირადად ჩემს დისკრედიტაციას და მთლიანად გუნდისა, რომელთანაც მე ვასოცირდები..."

 

შეგახსენებთ, ეს ამბავი 2016 წლის 26 მაისს, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობისას დაიწყო. მაშინ ოდესის გუბერნატორის საგამოძიებო ჯგუფი სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით შევიდა და იქ ჩხრეკა ჩაატარა!


უკრაინული მედიის ცნობით, გენპროკურატურამ საქმე აღძრა დიდი ოდენობით ქონებისა და თანხის მითვისების მუხლით და ამ საქმის მთავარი ფიგურანტი - გუბერნატორი სააკაშვილის მაშინდელი მრჩეველი - თეიმურაზ ნიშნიანიძე გახლავთ! მაშინ ლაპარაკი იყო ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით მოქმედი ოდესის განვითარების საქველმოქმედო ფონდიდან, არცც მეტი, არც ნაკლები, 20 მილიონი გრინვის დატაცებაზე! ეს გამოძიება კი, უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს ინფორმაციით, უკრაინელი დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო!


მოკლედ, სააკაშვილს ის არ აკმარეს, რომ ოდესის გუბერნატორობიდან მოისროლეს და ახლა, „უკრაინის გადასარჩენად" ოპოზიციონერობასაც აღარ აცლიან! ვგონებ, დიდი საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ „სააკაშვილის „კასირისთვის" (სწორედ ასე მოიხსენიებს უკრაინული მედია თეიმურაზ ნიშნიანიძეს!) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გამოძიება უკვე მის უშუალო ბოსზეც გავა და...


დიდი ალბათობით, თეიმურაზ ნიშნიანიძე, თუ მას კარგად მოუჭერენ ხელს, ნამდვილად არ ჩაჰყვება საფლავში ბოსს და სულ წვრილად მოუყვება პროკურორებს, რა მაფიოზური ქსელი გააბა სააკაშვილმა ოდესის გუბერნიაში და როგორ იტაცებდა მილიონებს თუნდაც იმავე საქველმოქმედო ფონდებიდან! არადა, სააკაშვილი ამ ნაძარცვი ფულით საქართველოში თავის „მეცოცხეთა პარტიას" აფინანსებდა!


ანუ, შეიძლება ითქვას, ის, რაც ვერ შეძლეს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათი უკრაინელი კოლეგები ახორციელებენ! ალბათ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს უკრაინის საპარლამენტო არჩევნების წინ ნამდვილად არ სჭირდება სააკაშვილის პოპულისტური ჭიჭყინი და, მეორეც, უკრაინის ხელისუფლებისთვის, რომელსაც თავისი გასჭირვებია, არავის უბრძანებია უცხოეთიდან სააკაშვილთან კოჰაბიტაცია!


შესაბამისად, სააკაშვილს საქართველოში „მაიდნის" მოწყობაზე ოცნებების დრო ნამდვილად აღარ ექნება და მას, როგორც მისი მეგობარი ამერიკელები იტყვიან, საკუთარი უკანალი ექნება გადასარჩენი!


მოკლედ, სააკაშვილს შავი დღეები დაუდგა! მას „უკრაინის გადარჩენის" ნაცვლად საკუთარი თავის გადარჩენის პრობლემა უდგას!


და რაც ყველაზე საგულისხმოა, სააკაშვილის „კასირის" უკრაინაში დაკავებასა და მისთვის ბრალის წაყენებაზე „თავისუფალი სიტყვის მეციხოვნე" - „რუსთავი 2" დღემდე კრინტსაც არ ძრავს! 


„სიმართლისთვის თავგანწირვაც" ამას ჰქვია!



გიორგი გიგაური


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner