საფრანგეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა
-
+
16 მარტი. 2017. 17:31
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში მომხდარ აფეთქებას გამოეხმურა.
„ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.