„ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ თუ თქვენ დაგხურავდნენ, მეორე დღეს მე მივდიოდი თავმჯდომარეობიდან. და ახლა მუბნებით, რომ ჩემი პოზიცია არ გახსოვთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?!", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" წამყვანს ეკა კვესიტაძეს მიმართა. უსუფაშვილმა ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ჰქონდა სატელეფონი საუბარი, სადაც პოზიცია დააფიქსირა.
„რუსთავი 2"-ის ნაწილში ჩემი პოზიცია, ღიად, საჯაროდ, სატელეფონოდ... ხომ ჩაწერილია გვარამიასთან ყველას ლაპარაკი. თქვენც ხომ ჩაწერილი გაქვთ ყველაფერი. აღმოჩდა, რომ თავად იწერდით ყველაფერს. გამოაქვეყნოს გვარამიამ ყველაფერი, ჩვენი სატელეფონი საუბარი ამ თემებზე.
ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ თუ თქვენ დაგხურავდნენ, მეორე დღეს მე მივდიოდი თავმჯდომარეობიდან. და ახლა მუბნებით, რომ ჩემი პოზიცია არ გახსოვთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?!
სასამართლოში მიმდინარე დავაზე პარლამენტის თავმჯდომარე მითითებებს იძლეოდეს, ეს მიგაჩნიათ თქვენ სწორად?!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.