თურქეთმა გერმანია სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრეს-მდივნის იბრაჰიმ კალინის განმარტებით, გერმანული სპეცსამსახურების დამოკიდებულება ფეთჰულა გიულენისა და მისი მოძრაობის მიმართ, მეტყველებს იმაზე, რომ გერმანია თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებას მხარს უჭერდა.
შაბათს გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა, ბრუნო კალიმ, განაცხადა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ანკარაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის თანამონაწილეობის დასადასტურებლად.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეფერენდუმის წინ გერმანიაში აგიტაციის ჩატარება არ გამორიცხა.