logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გათვალა სამართალდამცველების ქმედებები
- +

20 მარტი. 2017. 14:54


 


„რა თქმა უნდა, მოვლენები, რომელიც ბათუმში განვითარდა, პროვოცირებული და ორგანიზებული იყო", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ხოფერია აღნიშნავს, ამ მოვლენების უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას.


„იმ დღეს მე მაინც ორ ნაწილად გავყოფ, თუმცაღა, მინდა გითხრათ, რომ დასაწყისი, შეიძლება 2-3 დღით ადრეც მოვიძიოთ. მუშაობდნენ იმისთვის, რომ აეგორებინათ თემა თათრების სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის დადება, რომ ასეთი რამ ვინმემ თქვა და შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის მოსახლეობას, დღემდე ვერ მოხდა. იმ დღეს კონკრეტული პირების დაკავება, „ნაციონალური მოძრაობის" მხირდან იქნა გამოყენებული, რათა აეგორებინათ მოვლენების მეორე ნაწილი, კერძოდ, მომხდარიყო მძაფრი დაპირისპირება ძალოვან სტრუქტურებთან. ასევე ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი სკოლის ავტობუსით მოძრაობდა და მთიანი რეგიონებიდან ჩამოჰყავდა თავისი მხარდამჭერები, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც აგრესიულად მოქმედებდნენ, აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება არის ასეთი - ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია, უბრალოდ, მათ ვერ გათვალეს ქართველი სამართალდამცველების, კონკრეტულად კი მინისტრის ქმედებები. საკუთარი მენტალიტეტიდან და წარსულიდან გამომდინარე, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებდა აგრესიულ ძალას სპეცდანიშნულების რაზმის   მხრიდან, მათ ეს ვერ წარმიდგინეს", - აცხადებს ხოფერია.


ხათუნა ხოფერია ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ექსპერტებად არ გამოიყვანონ, რადგანაც მათ გარშემო უამრავი კითხვა არსებობს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით.


„მინდა, ქართველ ჟურნალისტებს ვთხოვო, სამოქალაქო სექტორს ნაკლებად აინტერესებს ნაციონალების შეხედულებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ნუ იწვევთ და ნუ გამოგყავთ ისინი ექსპერტებად, რადგანაც ჯერ არ გაცემულა პასუხი, არიან თუ არა ისინი დამნაშავეები. ისინი არიან ადამიანები, რომელთა თავზეც ამ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშანია დასმული", - ამბობს ხათუნა ხოფერია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner