logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი სირცხვილი!
- +

20 მარტი. 2017. 16:33


 

„გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებასთან ოპოზიციაში", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, ე.წ „ფარული მოსმენების" კანონს ვეტო დაადოს. როგორც მჟავანაძე ამბობს, საქართველოს არა კრიზისების განმმუხტველი, არამედ კრიზისების შემქნელი პრეზიდენტი ჰყავს.


„პრეზიდენტი, მგონი, სამართლებრივი სივრციდანაც გასულია უკვე. ამ ადამიანმა მის მიერ დანიშნული მოსამართლეების გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო უწოდა - როგორ შეიძლება?!  პრეზიდენტი, რომელიც არის გარანტი ქვეყნის კონსტიტუციისა და სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისა, შეურაცხყოფს სახელმწიფო ინსტიტუციას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, ისრაელში ვინმემ გაბედოს და თქვას, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა არ უნდა განახორციელონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, შეიძლება იქვე დააკავონ. ვინ უნდა განახორციელოს მაშინ? „ბილაინმა", „ჯეოსელმა" და კერძო სტრუქტურებმა? საერთოდ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტი არის კრიზისების განმმუხტველი, ის არის შემრიგებელი,  ჩვენ კი გვყავს პრეზიდენტი, რომელიც კრიზისების განმმუხტველი კი არა, კრიზისების შემქმნელია, ეს კაცი პირიქით, პრობლემებს ქმნის", - განაცხადა მჟავანაძემ.

 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია და სამარცხვინო პრეზიდენტია.


„მარგველაშვილი კარიერას რომ დაამთავრებს, მხოლოდ იმ განცხადებით გაგვახსენდება, რომ მდიდარი სექსუალური გამოცდილება აქვს, სხვა მას ჩვენ ვერაფრით ვერ გავიხსნებთ, რამე დადებითი გააკეთა ქვეყნისთვის? ხათრით არჩეული კაცია. მარგველაშვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აუხდეს ოცნება, რადგანაც კაცი, რომელიც ქსოვდა, რომელიც იყო უცხო ყველასათვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტია. ბიძინას ხათრით მისცეს მას ხმა. ეს კაცი არის სამარცხვინო თავისი არსით! ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი სირცხვილი! ჩვენ გვყავდა პრეზიდენტებ შევარდნაძე გამსახურდია, იქამდე ჟორდანია, ყველას შეიძლება რაღაც მინუსი ჰქონდა, მაგრამ ესეთი სამარცხვინო და თავის მომჭრელი კაცი არასდროს არ გვყოლია! კაცი არის ხელისუფლებასთან ოპოზიციაში", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner